ფეხბურთი

12:23 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ "ინტერს" ჰაკიმის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მილანის „ინტერის“ მცველ აჩრაფ ჰაკიმის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პარიზელებმა იტალიელებს პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთეს კიდეც.

პსჟ მზადაა მაროკოელ ფეხბურთელში „ინტერს“, რომელსაც ფინანსური კრიზისი აქვს და ზაფხულში რამდენიმე ლიდერის გაყიდვა მოუწევს, 60 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მილანელები უფრო მეტს ითხოვენ.

აჩრაფ ჰაკიმი „ინტერს“ 2020 წელს შეუერთდა. ის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად პირველივე სეზონში იქცა და 45 თამაშში თავი 7 გოლით და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.112752