ფეხბურთი

11:45 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ახლაც არ ვიცი, ჩავი და ინიესტა პასებში ერთხელ მაინც როგორ არ ცდებოდნენ"

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ვიერისთან, ანტონიო კასანოსთან, ნიკოლა ვენტოლასთან და დანიელე ადანისთან ჩართვაში ისაუბრა და ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელების კითხვებს უპასუხა.

გვარდიოლა იტალიაში "ბრეშასა" და "რომას" ღირსებას იცავდა და მან საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"მესი ძალიან ძლიერია, ყველაზე ძლიერი. მასთან 4 წელი ვმუშაობდი და ვარჯიშზეც კი ერთი თამაში არ წაუგია. რატომ დავაყენე ის ცენტრში? იმიტომ, რომ ფლანგზე 20 წუთი ბურთის გარეშე ყოფნა უწევდა და საუკეთესო ფეხბურთელები ბურთს ხშირად უნდა შეეხონ. "ბარსელონაში" მყავდა ფეხბურთელები, რომლებიც კონკურენტუნარიანი ცხოველები იყვნენ, ფინალებს ისე ვთამაშობდით, თითქოს ამხანაგური მატჩი ყოფილიყო. ყველანი ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ყველამ იცოდა გუნდში თავისი როლი, იცოდნენ, რომ მესი საუკეთესო იყო და ამას ეგუებოდნენ. როგორ არ აკეთებდნენ ინიესტა და ჩავი თამაშში ერთხელ მაინც არაზუსტ პასს? არ ვიცი, ეს კითხვა მეც არაერთხელ გამჩენია.

მასკერანო მცველად? კრუიფი მიიჩნევდა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები უკან უნდა დარჩნენ. მასკერანოს ჰქონდა დიდი ტაქტიკური უნარები და თავმდაბალი იყო. ის შესანიშნავი მწვრთნელი გახდება. როდესაც "ბაიერნში" წავედი სირთულეები იყო, სხვა საქმის გაკეთება მომიწია, ვიდრე "ბარსელონაში" ვაკეთებდი. "ბარსაში" საჯარიმოში ბურთს არ ვაწვდიდით, ვინ გაიტანდა თავით? მესი? "ბაიერნში" კი რიბერი და რობენი მყავდა ფლანგებზე შუაში ლევანდოვსკი და მიულერი, ამიტომ, ჩაწოდებებით თამაში დავიწყეთ. როდესაც იტალიაში ჩამოვალ, იგივეს გავაკეთებ.

კარლო მაცონე? "ბარსელონადან" "ბრეშაში" გადავედი, თავი ვარსკვლავი მეგონა და ის მეუბნება: შენი დამატება მე არ მინდოდა, შენს პოზიციაზე ჯიუნტი ვიყიდე, მაგრამ შენ მიყვარხარ და ვნახოთ, როგორ შეიძლება ითამაშო. შემდეგ დოპინგის სკანდალი იყო და გვერდში ისე დამიდგა, როგორც მამა.

ბიელსა? ერთხელ ფეხბურთის საიდუმლოებების გრაფიკა მაჩვენა, ის უნიკალური და განუმეორებელი. მისი ფეხბურთი ასეთია: ყველა უტევს და ყველა თავს იცავს, ბიელსა ფეხბურთის საჩუქარია", - თქვა გვარდიოლამ.

0.114966