ფეხბურთი

19:12 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "რობერტო ბაჯო ღმერთი იყო, რომელიც ერთი ფეხით თამაშობდა"

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ რობერტო ბაჯოს შესახებ ისაუბრა. მან იხუმრა და თქვა, რომ 72 წლის ასაკში სამუშაოდ იტალიაში წავა და ასისტენტად ბაჯოს დანიშნავს.

სერიოზულად კი, პეპმა ყოფილი თანაგუნდელი შეაქო და თქვა, რომ ის "იუვენტუსში" ღმერთი იყო, რომელიც ერთი ფეხით თამაშობდა.

"ბაჯო ფეხბურთს ძალიან აკლია. როდესაც 72 წლის ვიქნები, იტალიში მწვრთნელად წავალ და რობის ვთხოვ, რომ ჩემი ასისტენტი იყოს. ვეცდები მის ფეხბურთში დაბრუნებას. მაგრამ ბაჯოს ვერ დაარწმუნებ, თუ მას სურს დაბრუნება, ისედაც დაბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაბრუნდება და თავს უფეხბურთოდაც კარგად იგრძნობს. რა თქმა უნდა, ბაჯო ჩემს გუნდში ითამაშებდა და "ცრუ ცხრიანი" იქნებოდა. ის ცოტას ირბენდა, მაგრამ თამაშში ბურთს 500-ჯერ შეეხებოდა და სეზონში 50 გოლს გაიტანდა.

90-იანი წლების დასაწყისში მე "ბარსელონაში" ვთამაშობდი, ის "იუვენტუსში". იმ "იუვეში" ყველა უკან იყო და წინ ღმერთი ჰყავდათ - რობერტო ბაჯო. მას დიდებული დარტყმა ჰქონდა. მისი ხარისხი შთამბეჭდავი იყო. მე კი "ბარსელონაში" ერთადერთი არ ვიყავი.

რობი ფენომენი იყო, რომელიც ერთი ფეხით თამაშობდა იტალიურ ფეხბურთში, სადაც თავდამსხმელისთვის თამაში ძალიან რთულია. ძალიან ცოტა სივრცე იყო და მაქსიმუმ 4-5 შანსი თამაშში, მაგრამ მაინც მოახერხა ბევრი გოლის გატანა წარმოუდგენელ სიტუაციებში. რობის მსგავსად იყვნენ მარადონა, ვან ბასტენი, ტოტი და დელ პიერო", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პეპი და ბაჯო თანაგუნდელები იტალიურ "ბრეშაში" იყვნენ და ცნობილია, რომ დღემდე მეგობრობენ.

0.11225