ფეხბურთი

21:08 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "კლოპმა და მისმა გუნდებმა უკეთესი ადამიანი გამხადეს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას პრემიერლიგაში გაჩემპიონება კოლეგებიდან პირველებმა იურგენ კლოპმა და კარლო ანჩელოტიმ მიულოცეს. ესპანელმა სპეციალისტმა მათ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კლოპმა უკეთესი ადამიანი გახადა.

„ნამდვილად ვაფასებ იურგენისა და კარლოს სიტყვებს. მათ ვერ ვუპასუხე, მაგრამ ახლა ამას გავაკეთებ და ორივე მათგანით აღფრთოვანებული ვარ. კლოპი შთაგონების წყარო იყო, მან თავის გუნდების, „დორტმუნდისა“ და „ლივერპულის“ მეშვეობით უკეთესი ადამიანი გამხადა. უფრო მეტი დამაფიქრა მატჩებზე და მეტოქეებზე. დიდი მადლობა მათ და ნამდვილად ვაფასებ მათ სიტყვებს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის პრემიერლიგა უკვე მესამედ (2018, 2019, 2021) მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12699