ფეხბურთი

21:51 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ჩემპიონატი დასრულდა

2020-21 წლების საფეხბურთო სეზონი უკრაინაში დასრულდა. ჩემპიონი 65 ქულით კიევის „დინამო“ გახდა. მეორეზე დათა ხოჭოლავას დონეცკის „შახტარია“ (54 ქულა).

„დინამო“ მომავალ ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს, მეშახტეებს კი საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოუწევთ ასპარეზობა.

ბრინჯაოს მედალოსანი ლუჰანსკის „ზორიაა“ (50 ქულა), რომელიც ევროსეზონს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიწყებს. მეოთხე-მეხუთე ადგილები „კოლოსმა“ და „ვორსკლამ“ დაიკავეს, 41-41 ქულით. ესენი ევროთასებს კონფერენს ლიგაში დაიწყებენ.

0.121184