ფეხბურთი

21:25 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი ხვიჩაზე: "განაცხადში, რადგან არ იყო, ეს ნიშნავს, რომ მზად არ არის"

რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ყაზანის "რუბინმა" სტუმრად ტულას "არსენალი" 4:2 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა. თამაშის შემდეგ ლეონიდ სლუცკის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რომელიც განაცხადში არ იყო.

ხვიჩამ რამდენიმე დღის წინ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როგორც რუსმა სპეციალისტმა თქვა, განაცხადში იმიტომ არ იყო, რომ თამაშისთვის ამ დროისთვის მზად არ არის.

„თუ ხვიჩა განაცხადში არ იყო, ეს ნიშნავს, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. იქნება თუ არა ბოლო ტურში, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, უნდა დაველოდოთ. რა მითხრა გრიგალავამ თამაშის შემდეგ? გამარჯვება მომილოცა“, - თქვა სლუცკიმ.

„რუბინმა“ "არსენალთან" გამარჯვებით 52 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ მეოთხე-მეხუთე ადგილებს „სოჭისთან“ ერთად იყოფს. ბოლო ტურში კვარაცხელიას გუნდი შინ 16 მაისს, ვოლგოგრადის „როტორს“ დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე გავა. სხვათა შორის, ეს მატჩი „როტორისთვისაც“ მნიშვნელოვანია, რომელიც გასავარდნ ზონაშია და „უფას“, რომელიც პლეი-აუტის პოზიციაზეა ქულით ჩამორჩება. ამრიგად ზურიკო დავითაშვილისა და სოლომონ კვირკველიას გუნდსაც გამარჯვება სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113001