ფეხბურთი

18:37 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავა უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

„ინჰულეცის“ ფეხბურთელი ნიკა სიჭინავა უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 26 წლის ქართველი Football.ua-მ გამოარჩია, მიმდინარე სეზონში მესამედ.

სიჭინავამ დონეცკის „ოლიმპიკთან“ შესანიშნავად ითამაშა და თავის გუნდს გოლითა და საგოლე პასით მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა (3:0).

„ინჰულეცის“ ფორვარდი ნიკა სიჭინავა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული გუნდის თამაშის ხარისხი. ქართველმა კიდევ ერთხელ მოახერხა საუკეთესო მხარის წარმოჩენა. ჯერ მან საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ კი თავად გაიტანა. „ინჰულეცისთვის“ ადვილი არ იქნება 26 წლის ფეხბურთელის დარწმუნება, რომ მომდევნო სეზონშიც“ გუნდში დარჩეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ნიკა სიჭინავას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. მას უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1151