ფეხბურთი

16:02 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ხვიჩას მატჩამდე დაზიანება არ ჰქონდა და სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს უნდა დაელოდონ.

„არა, მიკროტრავმა არ ჰქონდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და არანაირი დაზიანება არ ჰქონია. ვფიქრობ, უკანა ბარძაყის ტრავმა აქვს, რამდენად სერიოზულია, ეს გასაგები გახდება, როდესაც მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას გავაკეთებთ“, - განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა „ურალთან“ (1:0) მატჩის 32-ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში მიიღო, მას არავინ შეხებია და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმე უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ სეზონი დაასრულა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა და ოთხჯერაც პენალტი მოიპოვა.

0.11718