ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ეკატერინბურგის „ურალთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში, 32-ე წუთზე ქართველ შემტევს მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.
ხვიჩა მოედნის ცენტრში წაიქცია და რუსული მედიის ცნობით, მას ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. აღსანიშნავია, რომ მოედნის დატოვება მხოლოდ ექიმების დახმარებით მოახერხა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა ხარისხის ტრავმა მიიიღო.
აღსანიშნავია, რომ ქართველს არავინ შეხებია და მას შემდეგ წაიქცა, რაც ბურთით მირბოდა, თუმცა, მარცხენა ფეხი დაუზიანდა და წინასწარი ცნობით, ალბათ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, რადგან ალბათ თვენახევარი მაინც გაუცდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა და ოთხჯერაც პენალტი მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხომ არ გააჩერეს, სხვა გუნდის ინტერესების გამო? ინახავენ ტრანსფერამდე, რომელიც შეიძლება ეკვე გადაწყვეტილია.
ვარიანტი არ არსებობს ! დღეს სპარტაკმა და ცსკა მაც წააგეს და მაგარი შანსი გაუჩდა რუბინს ჩემიონტა ლიგაზე გასვლის და ეხლა ცვიჩას დაიკლებენ ?
ბარძაყის კუნთის დაჭიმულობას უფრო გავდა ვიდრე გაწყვეტას, მაგარი ტკივილები იცის!! მაგრამ რად გინდა ამ სეზონში რამდენად შეძლებს თამაშს რაღაც არა მგონია არც ითამაშოს. ბოლო ტურები თან არსენალთან და როტორთან არის რომლებიც უკვე გავარდნის კანდიდატები არიან. ეს ურალი კი იმენა მჩეხავების გუნდია რა!!
არსენალამდე და როტორამდე ძნელი თამაშები აქვთ დინამოსთან და კრასნოდართან და ხვიჩას ტრავმას რაც შეეხეხება არავის არ დაუმტვრევია კუნთის პრობლემაა
ამბობენ კუნთი გაუწყდაო ამის დედააც @@@ თუ მართლა ასეა ამ სეზონში ვეღარ ითამაშებსო @ თუმცა ჯერ სტუდიაში თქვეს და იმედია დაჭიმულობაა