ფეხბურთი

0:08 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: აგუერო "სიტის" ზაფხულში დატოვებს

ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ სერხიო აგუერო ზაფხულში დატოვებს. არგენტინელ ფორვარდს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და უკვე გადაწყდა, რომ ის არ განახლდება.

„სიტიმ“ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კლუბი ლეგენდას ღირსეულად და ემოციურად დაემშვიდობება. თავის აგუერომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის პატივი და საამაყო იყო 10 წელი „სიტიში“ თამაში.

არგენტინელი ფეხბურთელი მანჩესტერელებმა 2011 წელს „ატლეტიკოდან“ დაიმატეს და მას შემდეგ მან კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ოთხჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა და 5-5-ჯერ ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასი მოიგო.

სამხრეთ ამერიკელი „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 384 შეხვედრაში 257 გოლით. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს აგუერო კარიერას, ყველაზე ხშირად „ბარსელონას“, „ინტერსა“ და ‘იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108606