ფეხბურთი

11:37 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გიორბელიძე: "ცოტათი, რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო"

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვედეთთან წააგო (0:1) და ამ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ავსტრიული "ვოლფსბერგერის" მცველ გურამ გიორბელიძეს. ახალგაზრდა მცველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ოდნავი გამართლების შემთხვევაში ქულას მოიპოვებდნენ.

"მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი, რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ", - ციტირებს სფფ-ს ვებგვერდი გიორბელიძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, შვედეთის ნაკრებმა საქართველოს ვიქტორ კლაესონის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით აჯობა. ვოლი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 28 მარტს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა გრანადაში საბერძნეთან ფრედ 1:1 ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115336