ფეხბურთი

22:12 | 21.03.2021 | ნანახია 1015 - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი ავსტრიაში, ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა

ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი მცველის „ვოლფსბერგერი“ ვენაში, „აუსტრიას“ ეწვია და 5:3 დაამარცხა, ხოლო პირველი გოლი სტუმართა რიგებიდა ლუკას ანგარიშზეა.

ქართველმა მცველმა თავის გამოჩენა მე-14 წუთზე მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). 22 წლის ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29-ედ გავიდა მინდორზე (17 ბუნდესლიგაში, 4 ავსტრიის თასზე და 8 ევროპა ლიგაზე). სხვათა შორის, ის ბოლო ორ ტურში თადარიგში დატოვეს და ამ მატჩებში მისმა გუნდმა 9 გოლი გაუშვა... შედეგად, ძირითადში დააბრუნეს და „ვოლფსბერგერმაც“ მოიგო. არ უთამაშია გურამ გიორბელიძეს, რომელიც განაცხადში იყო, მაგრამ სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. „ვოლფსბერგერს“ 33 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

ვთქვათ ისიც, რომ ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებში არ არის გამოძახებული, სამაგიეროდ არის გურამ გიორბელიძე, რომელიც ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება.

დღესვე, ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, რომლის გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ადმირას“ დაუზავდა (0:0). ქართველი ნახევარმცველი ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ეს შესანიშნავი ამბავია, რადგან ნაკრებში გამოძახებულია. გრაცელები“ 39 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:05 | 22.03.2021
qomagi (1575)

აშკარად ეკუთვნოდა ამ ბიჭს გამოძახება. გასაგებია, რომ ფლანგის მცველებში უფრო გვიჭირს და გიორბელიძეც ამიტომ გამოიძახეს, მაგრამ კლუბში ნაჩვენები თამაშითა და შედეგებით ლუკა უკეთესია ამ ეტაპზე. და პენსიონერ კაშიას და უთამაშებელ კვირკველიას კიდევ დღესდღეობით ნამდვილად აჯობებდა.

11:26 | 22.03.2021
share112 (11)

კარგი ახალგაზრდა ცენტრალური მცველია , ნამდვილად იმსახურებდა გამოძახებას .

01:08 | 22.03.2021
dinamo222 (8587)

ლოჩოშვილის არგამოძახებაში სანიოლი არაფერშუაშია ! ხიზანიშვილს და სხვებს უმდა მოვკითხოთ პასუხი თუ რას ერჩიან მაგ ბიჭს @

01:02 | 22.03.2021
vaxo_5 (557)

მაღალ ბურთებზე იბრაგიმოვიჩს შეეჯიბრებოდა...

23:12 | 21.03.2021
batumi90 (258)

ეს ხალხი გამაგიჟებს რა, ეს ბიჭი ნაკრებში რატო არაა გამოძახენული სისტემატიურად 90
წუთი თამაშობს საკმაოდ
კარგ გუნდში, კაშიას და კვირკველიას არ ჯობია ??? კაი რაა

22:41 | 21.03.2021
sul2 (1778)

ცენტრალური მვველების არც ისე კარგი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით ეს ბიჭიც გამოსაძახებელია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117014
სარეკლამო ადგილი - 99
X x X