ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარ მწვრთნელად იური ბატურენკო დაინიშნა და ის პირველივე ინტერვიუში კლუბის ვებგვერდს სოლომონ კვირკველიას შესახებ ელაპარაკა. საქმე ისაა, რომ 56 წლის სპეციალისტი მოსკოვის „ლოკომოტივში“ იური სიომინის ასისტენტი იყო და ქართველ მცველს შესანიშნავად იცნობს, ერთ-ერთ საუკეთესოდაც მიაჩნია.
„როტორის“ პრესსამსახურის კითხვასა და იური ბატურენკოს პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ სოლომონ კვირკველია იმ სამ საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა, რომელთანაც ოდესმე მუშაობდით. ის ახლა ჩვენთან იჯარითაა და სხვა ფეხბურთელებს იცნობთ?
- ივან მაევსკის კარგად ვიცნობ და კიდევ სამ ფეხბურთელს. და, რა თქმა უნდა, სოლომონი. ეს ცალკე ამბავია. ის ძალიან მომწონს, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. მიხარია, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა ისევ მაქვს.
შეგახსენებთ, „როტორს“ სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში. კვირკველია ვოლგოგრადელთა ძირითად შემადგენლობაში ბოლო დროს ვეღარ ხვდებოდა, მაგრამ ბატურენკოს მისვლით სიტუაცია ალბათ, ქართველის სასიკეთოდ შეიცვლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ სურათში გოგუას მართლა მეგრული გამოხედვა აქვს DD
მაგარიაა ! იქნება ამან მაინც ათამაშოს კვირკცელაც და არაბიძეც ბოლო თამაშსი არაბიძე საერთოდ არ იყო გაბაცხადში და რა ხდება ? ძალიან არ მინდა რომ ეგ ნიჭიერი ბიჭიც დაიკარგოოს ((
რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მწვრთნელი, თუ კაცს ფეხბურთის თამაში მობეზრდა?
არა მგონია რომ მობეზრდა თამაში თუ მობეზრდება უბრალოდ ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმანზე და ვსოო !
კი ჩამოკიდებ როგორ არა,როცა თვეში 35000 ბაქსი გაქვს დდ