ფეხბურთი

19:54 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო მარკიზიო ტურინის მერობას გეგმავს

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ შესაძლოა, ძალები პოლიტიკაში მოსინჯოს. როგორც იტალიური მედია წერს, დემოკრატიული პარტია ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში მარკიზიოს ტურინის მერის კანდიდატად წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ თვითონ მარკიზიომ სერიოზულად ფიქრობს შეთავაზებაზე და არაა გამორიცხული კენჭი მართლაც იყაროს. კლაუდიოს კანდიდატურას მხარს პარტიის მდივანი ნიკოლა ძინგარეტი უჭერს.

შეგახსენებთ, კლაუდიო მარკიზიო ტურინში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს. იტალიელ ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა ორი წლის წინ, 33 წლის ასაკში დაასრულა, საუკეთესო პერიოდი „იუვენტუსში“ აქვს გატარებული. მშობლიურ გუნდში მარკიზიომ 389 თამაშში 37 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 55 შეხვედრაში თავი ხუთჯერ გამოიჩინა.

0.118519