ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელა. ტიტემ ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარსადგენად სამი ფეხბურთელი დაასახელა და პირველ პოზიციაზე ნეიმარი მიუთითა, მეორეზე - რობერტ ლევანდოვსკი, ხოლო მესამეზე - კევინ დე ბრუინი.
"ნეიმერთან ერთად საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის ლევანდოვსკი და დე ბრუინი შევიყვანე. ტრავმამდე ნეიმარი ფატნასტიკურ ფორმაში იყო. რობერტი შესანიშნავი თავდამსხმელია. კევინმა კი იცის საქმე როგორ შეასრულოს, თავდაჯერებულია ხოლმე და მომწონს მისი თამაშის ყორების ხილვა." - ციტირებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ტიტეს სიტყვებს.
ტიტე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. მას შემდეგ "სელესაო" მსოფლიოს ჩემპინატზე 2018 წელს, მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო 2019 წელს კოპა ამერიკა მოიგო.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация