უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში ნიკა სიჭინავამ გოლი გაიტანა. „ინჰულეცის“ ქართველმა ფორვარდმა პოლტავას „ვორსკლასთან“ შეძლო თავის გამოჩენა და ამას გარდა, პენალტიც მოიპოვა.
22-ე წუთზე სიჭინავა მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ბარტულოვიჩმა ზუსტად დაარტყა, რის შედეგადაც ანგარიში გაიხსნა. 62-ე წუთზე ნიკამ უკვე თავად გაიტანა, საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ეფექტური გოლით იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა. თუმცა, „ვორსკლამ“ მაინც არ წააგო თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.
„ინჰულეცს“ 15 ტურში მხოლოდ ერთი მოგება აქვს, მაგრამ ცხრაჯერ ფრე ითამაშა და 12 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზეა. 26 წლის ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე კი 13 მატჩში 4 გოლია. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ის უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როცა თავდასხმაში არავინ არ გვყავს, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ბიჭს? აუცილებლად ვინმეს ახლობელი უნდა იყოს ფედერაციაში?
არ გვეშველება არაფერი...სანამ ა ქვეყანაში სერჩევითი იქნება ყველაფერი...
რა უნდ აილაპარაკო რომელ წინსვლაზე მის მსობლიურ ქალაქშიც კი არ გაახარეს და თAნ რა გუნდში ფოთის კოლხეთში...მერე ვიტ ჯორჯაშიც...მაგრამ ზედა ეშელონებში არ ყავდა ვინმე სახელოვანი და არ გამოდიოდა არაფერი ...ამ ბიჭმა მისი თავდაუღალავი შრომით მაინც არ დანებდა და იბრძოლა ბოლომდე...შარშან წინაც ძალიან მაგრად ითამაშა უკრაინის მე2 ლიგაში შარშან 17 ბურთით საუკეთEსო ბომბარდირიც გახდა,ლომის წილიც დადო ინგულეცი გადმოსულიყო უმაღლეს ლიგაში და საუკეთEსო ფეხბურთელიც გახდა...და რა ხდება საქართველოში მკვდარისულ კაჭარავას უთAმასებელ ქვილითაიას და მისთAნებს ათამაშებენ...დღეს კიდევ პირველ არხზე გიათვალაბეიშვილი ვითომ ქართულ საქმეს რომ აკეთებს განა რამდენს უხდის ვიღAც აზერბაიჯანში რომ თამაშობს რომ 3 კვირაა ტვინი წაიღო და ერთხელ არ უხსენებია ეს ბიჭი ...ასე გააგრძელეთ...უკრაინულ პირველ ლიგაში აქ 4 ბურტი გატანილი დ ანახეთ მაინც რა ჟილკით თამაშობს
ვა საღოლ .. ებიჭო მოიყვანეთ ეს ბიჭი ნაკრებში
ამ ბიჭის გამოცდაც შეიძლება რავიცი , პირველი ლიგის ბომბარდირი საუკეთესეოობა დადო , ეხლა უმაღლესშიც 4 გოლი შეაგდო , პენლებს მოიპოვებს , რავი არაა ცუდი შედეგი
ყოჩაღ
უკრაინელი ერის ამომავალ ვარსკვლავს-წიტაენკოს არ უთამაშია?