ფეხბურთი

20:46 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაბინიო "ლივერპულს" "ლესტერთან" მატჩში ვერ დაეხმარება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველი ფაბინიო ტრავმირებულია და "ლესტერთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ურგენ კლოპმა განაცხადა სამხრეთამერიკელმა კუნთი დაიზიანა და "მელიებთან" ვერ ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება გუნდს ფაბინიო. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში ტრავმა მესამედ მიიღო და ყველა ტურნირზე ჯამში 27 მატჩი ჩაატარა.

"ლივერპულის" და "ლესტერის" დაპირისპირება 13 თებერვალს თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11305