ფეხბურთი

23:55 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ხვიჩა 10 მილიონად? სალაპარაკოც არ არის, სხვა იყიდეთ"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Championat-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კონკრეტულად მან ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ 10 მილიონ ევრო მის სანაცვლოდ სალაპარაკოდაც არ ღირს.

„კვარაცხელიაში 10 მილიონი ევრო? ეს სალაპარაკოც არ არის. Transfermarkt-ზე მეც შემიძლია ფეხბურთელის ფასი დავდო და ის 25 მილიონი ეღირება. რა არის აქ საორიენტაციო? დაახლოებით გვესმის რამდენი შეიძლება ღირდეს ასეთი ფეხბურთელი, არა? რა არის 10? გაირეთ, 10 ვინმე სხვაში გადაიხადეთ. მე მსურდა ჩემპიონატიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა, ვინ არის, არ ვიტყვი, ჩემი კოლეგები რომ არ გავცე. მათ მითხრეს - 8 მილიონი ევრო. ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც შეცვლებზე თამაშობს! დიახ, ის ერთ-ერთი ლიდერი კლუბიდანაა, მაგრამ 8 მილიონი ევრო?! ხვიჩა მას ყველა ასპექტში რამდენჯერმე აღემატება“, - განაცხადა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას აქამდე არაერთ გუნდს უკავშირებდნენ. 19 წლის ქართველ შემტევს რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

ხვიჩა ამჟამად თურქეთშია და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება, კარგ ფორმაშიცაა - სპარინგებში უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა და ორჯერ დუბლი შეასრულა. კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116066