ყაზანის რუბინი სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს და მორიგი შეხვედრა „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ჩაატარა, რომელიც 3:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ფეხბურთელმა მე-19 წუთზე საჯარიმოში ბურთი მიიღო, მცველს გასცდა და ძლიერი დარტყმით ყაზანელები დააწინაურა. პირველ ტაიმში გუნდებმა კიდევ თითო გოლის გატანა მოახერხეს და შესვენებაზე 2:1 ანგარიშით გავიდნენ.
79-ე წუთზე კი კვარაცხელიამ მეტოქეს მოედნის ცენტრში ბურთი წაართვა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხვიჩამ თურქულ შეკრებაზე 4 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდა შემტევი კარგ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგა 26 თებერვალს განახლდება. ხვიჩას 16 მატჩში, 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს თავის ანგარიშზე.