ფეხბურთი

20:56 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ფრე უკრაინულ გუნდთან (+VIDEO)

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე სპარინგმატჩი ჩაატარა და უკრაინული „კოლოსის“ წინააღმდეგ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.

თბილისური გუნდი მე-18 წუთზე დაწინაურდა. ზორან მარუშიჩის პასით ფაბიან სპორკსლეიდმა ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა. ნიდერლანდელმა „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

„დინამომ“ ბოლო წამზე გაუშვა. პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, რადგან გოლის შემდეგ თამაში არ განახლებულა. თბილისელთა კარი პავლო ორეხოსვსკიმ საჯარიმო დარტყმით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

გიორგი ნემსაძის გუნდმა თურქეთში უკვე სამი სპარინგმატჩი ჩაატარა. სერბულ რადნიკთან 0:1 წააგო, ასევე სერბული ნაპრედაკი 1:0 დაამარცხა, ხოლო „კოლოსთან“ ფრეს გამორჩა. მომდევნო შეხვედრას „დინამო“ 1 თებერვალს კიევის „დინამოსთან“ ჩაატარებს.

„დინამო თბილისი“ – „კოლოსი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სპორკსლეიდი (18), 1:1 ორეხოვსკი (90)

0.116779