მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვალერი კეჩინოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან დანანებით თქვა, რომ ხვიჩა რუსი არ არის...
„ხვიჩა კვარაცხელია კარგია - ძალიან ქმედითუნარიანი, ნიჭიერი და კაშკაშა ფეხბურთელი. სამწუხაროა, რომ ის რუსი არ არის“, - განაცხადა კეჩინოვმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.