ფეხბურთი

15:53 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე და "ნაპოლიზე": "25 მილიონი კარგი ფასია"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაში „ნაპოლის“ ინტერესის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, დასძინა, 25 მილიონი ევრო კარგია (გავრცელებულ ცნობით, „ნაპოლი“ ხვიჩაში 25 მილიონს იხდის).

„არ ვიცი „ნაპოლის“ დაინტერესების შესახებ. ოფიციალური წინადადება არ ყოფილა. თუმცა, 25 მილიონი ევრო კარგი ფასია“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ის გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 მატჩში თავი 2 გოლით, 2 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

ცნობისთვის, „ნაპოლიში“ კვარაცხელიას პოზიციაზე ლორენცო ინსინიე თამაშობს, რომელიც გუნდის კაპიტანი და გამორჩეული ფიგურაა, ამდენად, ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, მითუმეტეს, რომ იტალიურ პრესაში ამის შესახებ არაფერს წერენ.

0.669111