ფეხბურთი

0:08 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის 90 წუთი და გამარჯვება მოსკოვში ცსკა-სთან

ევროპალიგის 1/16 ფინალს მიუახლოვდა ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერი“. ავსტრიული გუნდი მეხუთე ტურში მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა და დარიო ვიზინგერის გოლით 1:0 იმარჯვა.

სასიამოვნოა, რომ გამარჯვებაში ლუკა ლოჩოშვილმა თავისი წვლილი შეიტანა. ქართველი მცველი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და რუსული გუნდის წინააღმდეგაც 90 წუთი დამაჯერებლად ითამაშა. ამ ბიჭის პროგრესი აშკარა და სასიამოვნოა.

არ უთამაშია ავსტრიელთა კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ გურამ გიორბელიძეს, რომელიც თადარიგში იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

„ვოლფსბერგერმა“ 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მისი კონკურენტი „ფეიენოორდია“, რომელსაც 2 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე დაუხვდება. ფრე ავსტრიელებს პლეი-ოფში გაიყვანს და ისიც ვთქვათ, რომ როტერდამში „ვოლფსბერგემა“ 4:1 მოიგო.

0.119538