ფეხბურთი

17:55 | 4.11.2020 | ნანახია 4166 - ჯერ

"რუბინის" დირექტორის კომენტარი კვარაცხელიას "დორტმუნდში" შესაძლო ტრანსფერზე

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. კერძოდ, იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „რუბინს“ ქართველის ტრანსფერის თაობაზე „დორტმუნდმა“ მიმართა.

საიმანოვმა აღნიშნა, რომ კვარაცხელიას სწორედ ასეთ კარგ გუნდში გაუშვებენ, მაგრამ ამ ეტაპზე წინადადეის არსებობა უარყო.

„არა, ჩვენთან არავინ მოსულა, საუბარიც კი არ ყოფილა. თუმცა, დიახ, თუ ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს, სწორედ ასეთ კარგ გუნდში წავა“, - თქვა საიმანოვმა რუსულ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, „დორტმუნდმა“ კვარაცხელიას შესახებ „რუბინს“ მიმართა და გერმანული გუნდის კონკურენტი ესპანური „სევილია“ იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:22 | 05.11.2020
araza-1918 (6330)

ლორია -კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე- კანკავა კვეკვესკირი- კვარაცხელია ყაზაიშვილი ოქრიაშვილი-ქვილითაია ზამენაზე დვალი ხოჭოლავა დავითაშვილი გვილია შენგელია

18:22 | 04.11.2020
Shevche (15054)

100 მაგალითი რომ გიდევს ცხვირწინ, რომ ასეთი ამბები ყველა ტყუილი გამოდგა და 101-ეს მაინც იჯერებ... მარაზმია უკვე, რა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119778