საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის შეძენით „დორტმუნდის ბორუსია“ სერიოზულად დაინტერესდა. transfermarketweb.com-ის ინფორმაციით გერმანულმა გრანდმა რუსულ გუნდს წინადადებით უკვე მიმართა.
გარდა „ყვითლებისა“, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ისეთი კლუბები იჩენენ, როგორებიც „სევილია“, მოსკოვის „ლოკომოტივი“ და „ტორინოა. „დორტმუნდს კი 19 წლის შემტევი ნახევარმცველის დამატება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 13 მატჩში 2 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მიითვალა. გასულ წელს კი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.