ყაზანის „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი გამოცემა Championat-მა გამოარჩია, რომლისთვისაც ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი გაზაევი ადგენს.
„ხვიჩა „არსენალთან“ მატჩში მომეწონა. მან კვლავ შესანიშნავად ითამაშა ერთი-ერთზე და ფლანგზე სიტუაცია გაამწვავა“, - წერს გაზაევი 19 წლის ქართველის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ტულის „არსენალთან“ საგოლე პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 13 მატჩში 2 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი ჩაიწერა ანგარიშზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაკედონელებთან ახლა მაინც გაამწესოს ხვიჩა მარცხნივ.
უი, გაზაევს შეუდგენია. მე მეგონა ვაისის ხელი ერია ამ ყველაფერში, ხვიჩა მარჯვნივ რომ დავინახე