ფეხბურთი

16:58 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი და პენალტზე ნათქვამი უარი (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის „რუბინმა“ ტულის „არსენალი“ საკუთარ მოედანზე ზედმეტი პრობლემების გარეშე, 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან სოლტმურად ბაკაევს, რომელიც მარჯვენა ფლანგზე იხსნებოდა, შესანიშნავი პასი გაუკეთა. თავის მხრივ, ბაკაევიც იდეალურად გაისარჯა და ანგარიში იმ დროისთვის 3:0 გახადა. კვარაცხელიამ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, საგოლე შეტევა მან დაიყო.

საინტერესოა, რომ 35-ე წუთზე 19 წლის ქართველმა მსაჯს უთხრა, რომ მეტოქის კარში პენალტი არ დაენიშნა. ხვიჩა ნიკოლა რასკაზოვსა და აბდულ კადირს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წაიქცა. ისე ჩანდა, რომ პენალტი იყო, მაგრამ კვარაცხელია მაშინვე წამოდგა და მსაჯს უთხრა, რომ თამაშის წესი მეტოქეს არ დაურღვევია და პენალტი არ დაენიშნა...

ხვიჩა მოედანზე 85-ე წუთზე იყო და სლუცკიმ მატჩის ბოლოს შეცვალა. „არსენალის“ დაცვის ცენტრში გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.

კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „რუბინმა“ ამ გამარჯვებით 21 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის ატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე აღზევდა. ხოლო „არსენალი“ 12 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

0.116157