ფეხბურთი

18:30 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "ხვიჩაზე პრესაში ბევრი საუბარი გავლენას არ მოახდენს"

ყაზანის „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ტულის „არსენალთან“ (3:1) საგოლე პასით გამოირჩა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. მატჩის შემდეგ ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ 19 წლის ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

პრესკონფერენციაზე სლუცკის ასეთი კითხვა დაუსვეს: „ხვიჩას არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა და მეორე გოლის შეტევაც მან დაიწყო. ის არა მხოლოდ შეტევაშია მაღალი ხარისხის ლიდერი, არამედ დაცვაშიც მუშაობს. რაიმე გავლენას ახდენს მასზე პრესაში მის მომავალზე საუბარი?

„ვფიქრობ, რომ არა. ის ძალიან კონცენტრირებულია იმაზე, რაც უყვარს და ჯერჯერობით ამის ნიშნები არ შემიმჩნევია. იმ შემთხვევაშიც თუ, მას წარმატებული და წარუმატებელი მატჩების კომბინაცია ექნება, რაც საკმაოდ ბუნებრივია, მიზეზი ნამდვილად არ იქნება ის, რომ მის გარშემო ბევრი ლაპარაკობს. ნებისმიერი გუნდისთვის რთული იქნება ხარისხის დაკარგვის გარეშე ისეთი ფეხბურთელის შეცვლა, როგორიც კვარაცხელიაა“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

0.19284