ფეხბურთი

0:31 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების დანაკლისი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ გაიზარდა. გიორგი ჩაკვეტაძის, დავით ხოჭოლავას, გურამ კაშიას, ოთარ კაკაბაძის, გიორგი აბურჯანიასა და ჯაბა კანკავას შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდს თორნიკე ოქრიაშვილიც გამოაკლდა.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, "ანორთოსისის" შემტევს მცირე ტრავმა აქვს და მოედანზე ვერ გავა. "ჯვაროსნებმა" მატჩამდე ბოლო ვარჯიში სკოპიეს სტადიონზე გამართეს, რომელშიც ცხადია ოქრიაშვილი არ მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, ჯგუფს სამი ტურის თავზე საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ. ამრიგად, ამ გუნდების დაპირისპირება პრაქტიკულად გარკვევს ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე და B დივიზიონში გადაინაცვლებს. ეს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში 1:1 დასრულდა საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერსაც შეხვდებიან, ამჯერად ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში.

0.116584