ხვიჩა კვარაცხელია სექტემბრის თვეში ყაზანის „რუბინის“ საუკეთესო გოლის ავტორია. გულშემატკივრებმა გასულ თვეში თავიანთი გუნდის მიერ გატანილი გოლებიდან ვოლგოგრადის „ტორორთან“ ხვიჩას გოლი გამოარჩიეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ასევე ქომაგების გამოკითხვით 19 წლის ქართველი „რუბინში“ ზედიზედ მეორედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 პენალტი მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ გროზნოს „ახმატთან“ მან გოლი ოქტომბერში გაიტანა, შესაბამისად სექტემბრის გოლებში ვერ მოხვდა და “როტორთან“ გოლმაც ამიტომ გაიმარჯვა.