უკრაინის პრემიერლიგაში „ინჰულეცის“ თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ გოლის გატანა მოახერხა. მან მეხუთე ტურში „მინაის“ პენალტი გაუტანა.
35-ე წუთზე, როდესაც „ინჰულეცი“ მარცხდებოდა (0:1), სიჭინავამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონვე შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.
ნიკა სიჭინავას მიმდინარე სეზონში ორი გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ინჰულეცი“ 4 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.