ფეხბურთი

16:05 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია თურქეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და "ქონიასფორის" ფეხბურთელი ლევან შენგელია თურქეთის სუპერლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ნახევარმცველი სტამბოლის „ბეშიქთაშთან“ დუბლის შემდეგ გამოარჩიეს.

შენგელია სიმბოლურ ნაკრებში BeIN Sports-მა შეიყვანა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან „არწივებთან“ 24 წლის ფეხბურთელმა დიდებულად ითამაშა და თურქული ფეხბურთის გრანდი ორჯერ დაამწუხრა.

სხვათა შორის, შენგელიასთვის ეს თურქეთში პირველი დუბლი იყო. ლევანს მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.125991