„ქონიასფორის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ სტამბოლის „ბეშიქთაშს“ ორი გოლი გაუტანა. თურქეთის სუპერლიგის მესამე ტურში ქონიელებმა შინ „არწივები“ 4:1 დაამარცხეს და ლევანმა შეუცვლელად ითამაშა.
„ქონიასფორი“ 28-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც შენგელიამ მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო. 24 წლის ჩვენებურმა 78-ე წუთზე უკვე ფეხითაც დალაქრა სტამბოლელთა კარი და დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, ეს მის თურქულ კარიერაში პირველი დუბლია.
შენგელიას 2 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ქონიასფორს“ 4 ქულით ამ დროისთვის მეშვიდე ადგილი უკავია. ცნობისთვის, გასულ სეზონში ლევანმა 23 მატჩში მოახერხა 2 გოლის გატანა და შარშანდელი შედეგი უკვე გაიმეორა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მბაპეს დედაც ამასთან შედარებით, ძაან მაგარია ვიკინგი, ნეტა ბაიერნში გაეძროს, მაგრამ არარეალოთურია ეგ, არადა ლევანას რა შემცვლელი ეყოლებოდა
ამის მამა ალფ-ინგე სიტიში თამაშობდა,ასე რომ სიტი მგონის ფავორიტი.