ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ვოლგოგრადის „როტორის“ წინააღმდეგ გოლითა და მოპოვებული პენალტით გამოირჩა. 19 წლის ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ხვიჩამ ნამატჩევს მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „რუბინმა“ „როტორს“ აჯობა და დამსახურებულად მოიგო.
„როტორზე“ უკეთ ვითამაშეთ. მეტოქის გაძევების შემდეგ თამაში უფრო მეტად გამიადვილდა? რაც მთავარია, გავიმარჯვეთ, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ქართველი შემტევი.
- ლეონიდ სლუცკი: "ხვიჩას ამასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ აქვს"
- ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა (+VIDEO)
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა. „რუბინს“ 14 ქულით მერვე პოზიცია უკავია, მომდევნო ტურში კი 4 ოქრომბერს, „ახმატს“ უმასპინძლებს.