„ინჰულეცის“ ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა სიჭინავამ უკრაინის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ჩვენებურმა „დესნას“ გაუტანა და თავისი გუნდი მარცხისგან გადაარჩინა.
სიჭინავამ 57-ე წუთზე ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ფანტასტიკურად, იდეალურად დაარტყა - ულამაზესი გოლი გამოუვიდა. ნიკასთვის ეს პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონის მე-3 მატჩში. ცნობისთვის, „ინჰულეცი“ შარშან პირველ ლიგაში თამაშობდა, სიჭინავამ 17 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„ინჰულეცს“ უკრაინის პრემიერლიგაში 3 ტურის თავზე მხოლოდ 2 ქულა აქვსა და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.