ჩოგბურთი

11:17 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გამო სტრესი განიცადა, ბოდიში"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა US Open-ზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. სერბმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის განცხადებით, ამ ყველაფერს გაკვეთილად გამოიყენებს, რომ მომავალში უფრო ძლიერი დაბრუნდეს.

„მთელმა ამ სიტუაციამ ნამდვილად დამამწუხრა და გამანადგურა. ხაზის მსაჯთან მივედი და მითხრა, რომ მადლობა ღმერთს, კარგად ვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გამო ასეთი სტრესი განიცადა. ეს უნებლიედ მოხდა, ეს არასწორი იყო. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, უნდა დავბრუნდე და ვიმუშაო, რომ ჩემი იმედგაცრუება და ეს ყველაფერი, გაკვეთილად გადავაქციო ჩემი განვითარებისა და ევოლუციისთვის, როგორც მოთამაშის, ისე პიროვნების. ბოდიშს ვუხდი აშშ-ს ღია პირველობას და ყველას, ვისაც ჩემი საქციელი შეეხო. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდისა და ოჯახის, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და ჩემი გულშემატკივრის, რადგან ყოველთვის ჩემთან იყვნენ. მადლობა და ძალიან ვწუხვარ“, - დაწერა "ნოლემ" სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ღია პირველობის მერვედფინალში ჯოკოვიჩმა პაბლო კარენო-ბუსტასთან მატჩისას (პირველი სეტის ბოლოს) ხაზის მსაჯს ბურთი შემთხვევით გაარტყა, რის გამოც ის ტურნირიდან დისკვალიფიკაციით მოხსნეს. ჯოკოვიჩმა US Open-ზე გამომუშავებული ქულებიც და თანხაც დაკარგა.

0.134198