ფეხბურთი

12:55 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისმა რეკორდი დაამყარა - 14 თამაში მოიგო. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდში არცერთ მწვრთნელს აქამდე 14 მატჩი არ მოუგია. ეს, მას შემდეგ, რაც ტალინში, ესტონეთი 1:0 დავამარცხეთ.

სლოვაკმა სპეციალისტმა ამ შედეგს 41 მატჩში მიაღწია და თემურ ქეცბაიას გადაასწრო, რომელმაც 2010-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს 13 შეხვედრა მოაგებინა.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები 2016 წლის მარტში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე დაუმარცხებელია (6 მოგება, 1 ფრე). უნდა აღინიშნოს, ესტონეთში საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო, მანამდე, სამი შემთხვევიდან ორჯერ წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას 8 სექტემბერს, თბილისში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11365