ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთს 1:0 აჯობა და ნამატჩევს ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. სლოვაკი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა გუნდის თამაშით და მეტწილად, შედეგით, რადგან, როგორც აღნიშნა, პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია.
ამასთან, ხვიჩა კვარაცხელიაზე ცალკე ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ვაისმაც მის თამაშს გვერდი ვერ აუარა.
„ბედნიერი ვარ სამი ქულით და ჩემი ფეხბურთელების თამაშით, რადგან ბოლო პერიოდში კლუბებში ყველას ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონიათ. ფიზიკურად ძლიერ და სპორტულ გუნდს პასუხი გავეცით, მაგრამ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. გოლის გასატანად სამი-ოთხი კარგი შანსი შევქმენით. პირველი თამაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ამავე გზით გავაგრძელებთ.
კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია. ისტორიულად საქართველოს უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყოლია და მომავალი მასზეა დამოკიდებული. რუსეთის ჩემპიონატში ის თითქმის ყოველ მატჩში საუკეთესოა და იმედია, ისეთი დიდი ფეხბურთელი გახდება, რომ საქართველოს ისტორიაში შევა.
ესტონეთის ნაკრებიდან ჰეინს (მეკარე) და ტუნიოვს გამოვყოფ, მათ წარმატებულ კარიერას ვუსურვებ, ტუნიოვი ძალიან ნიჭიერია“, - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების პირველი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ლიდერობს, რომელსაც 8 სექტემბერს თბილისში დაუხვდება. ეს თამაში 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ უმაყურებლოდ გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
8 11 14 ოქტომბერს ბელარუსია და გასვლაზე სომხები მაკედონია 6 დღეში 3 თამაშს ვერ გავქაჩავთ თუ არ დაგვემატენ კაშია ტაბიძე დვალი ნავალოვსკი ხარაბაძე - ანანიძე კიტეიშვილი ყაზაიშვილი მერებაშვილი პაპუნაშვილი-არველაძე არაბიძე მჭედლიძე ლობჟანიძე
ლორია- კაკაბაძე კვირკველია გრიგალავა ხოჭოლავა -კანკავა გვილია კვეკვესკირი- ჩაკვეტაძე კვარაცხელია-კაჭარავა
კვარაცხელიაზე რომკ წერთ სარგებლიანობის მაჩვენებელი დაბალი აქვსო როგორ აქვს დაბალი ? ესტონეთთან ვინ გააკეთა საგოლე პასი და ვინ აწიოკებდა მთელი თამაში იმათ ნახევარდაცვას და დაცვას ? მაგის გამო შეტევაში წასვლას რომ ვერ ბედავდნენ ! თანაც რაც მთავარია უჩვეულო ადგილზე თამაშობდა და ამიტომ ვთვლი რომ უმაგრესად ითამაშა და რუსეთში რამხელა სახელი დაიგდო ამ 6 თეში ვხედავთ და რეებს უშვრება რუსეთის საუკეთესო მცველებს ! ბევრი თვლის რომ რუსებს მაგარი მცველები არ ყავთო და ვერ დავეთანხმები რუსები შექმნაში არიან სუსტები თორე დანგრევაში და შეტევის ჩაშლაში იცოცხლე მაგრები არიან ცესკასთან გახსოვთ რუსეთის საუკეთესო მცველ ფერნანდეს თავიდან 2-3 ჯერ რომ დაახვია თავბრუ იმის მერე ის ვეღარ ბედავდა წინ წასვლას და თავის სახელგანთქმულ რეიდებს ვეღარ აკეთებდა და დიდ წილად ამანაც ითამაშა დიდი როლი იმ მოგებაში და ეს არაა სარგებლიანობის მაჩვენებელი ? ერთადერთმა მცველმა (მგონი ჩიჩერინია გვარად) შეძლო მისი დაჭერა ასე თუ ისე და ეგრევე აჯახეს მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი არადა რამოდენიმეს უფრო ეკუთვნოდათ ის პრიზი! სარგებლიანობას რაც შეეხება მისი ბრალი არაა რომ დებილი "თავდამსხმელები" ყავს რუბინს და ხვიჩას ასპროცენტიან საგოლე პასებს ვერ იყენებენ ! ყველაფერს რომ თავი დავანებოტ რუსი ქართველს დაუმსახურებლად რომ არ შეაქებს ეგ ვიციტ და რა პრესა აქვს ხვიჩას რუსეთში და როგორ უყვართ რუბინის (და არა მარტო რუბინის) ბალეშიკებს ეგეც ვიცით და სლუცკი კაი ტიპი კია მაგრამ ისიც არ დააყენებდა ძირითადში ხვიჩას და გუნდის ლიდერად არ აღიარებდა ! აი აი დავითაშვილმა ოდნავ მოუკლო თამაშს და ვერ მოისროლა როტორში ? თუმცა ეხლა კი ძალიან ნანობს მაგის გამო P ერთი კი მართალია დარტყმა მართლა არ უვარგა ხვიჩას მაგრამ აუცილებლად გამოასწორებს მაგასაც და მერე ვნახავთ ტოპ გუნდების რიგში ჩადგომას ხვიჩას გადასაბირებლად !
წვიმაში სინტეტიკაზე 2 მეტრიან კაჭარავა კვირკველია ხოჭოლავას გაუჭირდათ თბილისში სულ სხვა იქნება
არცერთ ფეხბურთელს არ ქონია გუშინ საუკეთესო თამაში, მათ შორის არც ხვიჩას, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ერთი-ორი მწარე შეცდომა თითოეულმა ფეხბურთელმა დაუშვა, ასეთ დროს ვაისის კრიტიკა რა ირანია ვერ ვხვდები. ვაისი საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებს შეკრებებზე, დანარჩენი ფეხბურთელი ვარჯიშობს და იწრთობა კლუბში, რაც არ უნდა კარგი მწვრთნელი იყოს, ან ცუდი, მოედანზე სათამაშოდ მაინც ფეხბურთელი გადის, სოლომონმა ერთ ეპიზოდში კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მიუხედავად იმისა ვინ უფრო კარგ კლუბში თამაშობს, ხოჭოლოვაზე ერთი თავით მაღლა დგას ტაბიძე. ნებისმიერი ბალკანური ან სკანდინავიური ნაკრები დაგვსჯიდა, დაცვის ასეთი უხეში შეცდომების ფონზე, ჩაკვეს და ოქრის ერთ ეპიზოდში ქონდათ ორივეს კინაღამ 100%-იანი მომენტი, სხვებზე არაფეს არ ვამბობ, მაგრამ იმ ესტონელს ბოლო წუთებზე რომ ის ჯარიმა გაეტანა, ამ საიტზე ვაისის მოკრიტიკეები, ვაისის გადადგომის მოთხოვნით გადაგვდგამდნენ. იმის მიუხედავად რომ მოვიგეთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, შემადგენლობაზე ვაისის მოკრიტიკეებმა არ იციან, ან მატჩის მიმდინარეობისას დაავიწყდათ, რამდენი ძირითადის ფეხბურთელი მოისაკლისა მწვრთნელმა, არც მე დავრჩი აღფრთოვანებული თამაშის ხარისხით, თუ რამე არ მომეწონა, მე უფრო არაოპტიმალურ შემადგენლობას და ბევრი ფეხბურთელის ასევე არაოპტიმალურ ფორმას დავაბრალებდი.
ის ნაციონალი პიტალო არ გამოჩენილა? არ გალანძღა ხვიჩა? რუსეთში რატომ თამაშობსო არაფერი უთქვამს?
სამეგრელოში იყო პოკერიას "სუფრაზე" ხაშლამის და ხაჭაპურების სათქვლეფად ეგეც და სხვა სააკიანის საქონლებიც და მალე შემოვლენ DD
ეგ რომელია
ნაცები ყველას რუსეთუმეებს ეძახიან ვინც ნაცი არ არის
წინა ერთა ლიგის მოგება უდავოდ ჩაკვეტაძის დამსახურებაა.ვნახოდ კვარაცხელია რას შემატებს ნაკრებს-უაზრო ფინტაობა კი არ აკლია ჩვენს ნაკრებს, როცა შედეგი 0-ია. აქვე ვიტყვი ,მე ხოჭოლავას ვერაფერს ვატკობ ტოპ-მცველობისას. იქნებ ამიხსნათ. კარგი , სოლომონი ფორმაში არ არის. მაკედონიასთან გამოჩნდება ბევრი რამე, მათ შორის ვაისის ინტელექტიც.
რომ არ არის ტოპ-მცველი იმიტომ ჰყავს შახტარს სათადარიგო ვარიანტად, გუშინაც მომეჩვენა რომ რაღაც მომენტებში უჭირდა
საქართველოს ნაკრები უფრო ინდივიდუალისტთა კრებულია, ვიდრე კოლექტივი. მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას. ნაკრებს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა. უმრავლეს შემთხვევაში ფეხბურთელებმა არ იციან ნათლად როდის რა უნდა გააკეთონ. არავითარი გუნდურ-ორგანიზებული ქმედება, ტაქტიკაზე საუბარი ზედმეტია. არავითარი დინამიკა, ტემპი. გუნდი ფარასავით ნელა მოძრაობს, როგორც დაცვიდან შეტევაში, ასევე შეტევიდან დაცვაში. არადა ამ შემადგენლობით გაცილებით მეტი შეიძლება.
და ხშირად ეს ოსტატობაც რომ არ ჩანს? გარდა ადგილზე უაზრო ფინტაობისა.
გეთანხმები, საბედნიეროდ ზოგიერთ ჩვენ ფეხბურთელს ესტონეთის ნაკრებზე მეტი ტექნიკა აქვთ, აი, უფრო მაღალი დონის გუნდებთან გაგვიჭირდება და დაგვრჩება მარტო უაზრო ფინტაობა.
ხვიჩას თითქმის ყველა თამაში ვნახე , უდავოდ ნიჭიერია, დარტყმებზე ბევრი უნდა იმუშაოს საერთოდ არ უვარგა, ის რომ რუსეთში მცველებს ატყუებს, არ ნიშნავს კლასს, მერე ვეღარ ურტყამს ზოგჯერ დაუცველ კარებშიც, ასე სარგებლიანობის მაჩვენებელი დაბალია, მაგ. გერმანიაში ვერავის დაჩაგრავს, ფიზიკაშიც მასამატებელია და იმედია თავადაც იცის და მუშაობს, კილიან მბაპესავით იქნება თუ მოუმატებს- 1 წელია მგონი სხვაობა ასაკში. ნაკრებში ხვიჩას, ჩაკვეტაძეს, დავითაშვილს აქვთ პერსპექტივა მომატების, დანარჩენები ნუ მიწყენთ, მომატების რესურსი არ გააჩნიათ, ეპიზოდებში ფინტაობა კლასს არ ნიშნავს, საფეხბურთო აზროვნება,ხედვა, ფიზიკა, კრეატიულობა , სისწრაფე, პასის კულტურა, ძალიან აკლიათ, შემედავებით მოინდომა გერმანია ,საფრანგეთის , ბრაზიალიის დონესთან გატოლებაო--რატომაც არა... თუკი ხვიჩას, გიორგის,ზურიკოს და ერთი -ორს ეტყობად პერსპექტივა, სხვებმაც მოინდომონ მეტი იმუშაონ და ფინანსებიც გაჩნდება......
კვარაცხელიასთან ერთად კანკავას დავასახელებდი საუკეთესოდ.
გეთანხმები ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, მაგრამ გუშინ მას საკუთარ პოზიციაზე არ უთამაშია თან ნაკრებთან შეთამაშებული არ არის და მაინც ორივე გუნდის რიგებიდან საუკეთესო იყო, იმედია მაკედონიასთან უფრო დაბალანსებულ და გააზრებულ თამაშს ვიხილავთ... წარმატებები ბიჭებს!
კანკავა? უდავოდ მებრძილია და ბევრს მოძრაობს, მაგრამ, საფეხბურთო ხედვა აკლია, ჩავარდნები აქვს თამაშისას , ბურთს მესიც კარგავას ხოლმე, უაზრო გადაწყვეტილებებს ღებულობს,კლასი აშკარად აკლია, ალბად ძლიერ ჩემპიონატში რომ ეთამაშა უფრო გაზრდიდა კლასს, მეტს ველოდები მისგან და არ ჩანს, ყვითელიც ძალიან უაზროდ მიიღო,წითელიც შეეძლო მიეცათ,რაც ცუდად აისახებოდა ნაკრებზე....
ნუ, მაღალი სათამაშო კლასის რომ ყოფილიყო უდაოდ დაიმსახურებდა ძლიერი ლიგების ყურადღებას... მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება მისნაირი დაუღალავი და მებრძოლი ბიჭები
არ ვიცი რას მივაწერო მაგრამ პატიოსნად უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენი კალიბრის გუნდებთან, რომლებათანაც ძალიან ხშირად უარყოფითი ბალანსით ვასრულებდით.. ამჟამად ვახერხებთ მოგებას.
კიტეიშვილო მომწონას ძალიან. ეს დაემატება, იმედია ეს ვაისა დაანებებს ამ ძველ გვარდიას თავს.
წინ ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, შუა ხაზში კანკავა კიტეიშვილი, დაცვაც უნდა განახლდეს. ტაბიძე , დვალი. მოკლედ კარგი ბიჭები გვყავს. ინდივიდუალისტები ამით უნდა გავიდეთ ფონს თორემ ვაისას სტრატეგიების და იდეების არასდროს მჯეროდა
ვაისი კარგი მწვრთნელია ხალხო
კვარაცხელიას ყველაფერი აქვს თუ შრომას გაგრძელებს და დარტყმებზე უნდა ივარჯიშოს ბევრი მაგარი კარგი ფეხბურთელი დადგება
ძალიან მაგარი ბიჭია კვარაცხელია ყველა მონაცემები აქვს მარა საცოდაობა რომ დარტყმა არუვარგა ასეთი დონის ტალანტს რამის ვიტირე მაგაზე ასეთი მაგარი იყო ყველაფერი გქონდეს და საშინელი დარტყმა აქვს ამ კომპონენტზე დაჭირდება მაგარი მუშაობა აშკარად ძალიან დასახვეწი აქვს
დახვეწავს. ჯერ პატარაა. ფეხბურთში არაფერია გოლის გატანაზე უფრო რთული. არც მესი ამყარებდა რეკორდებს ამის ასაკში. მოუმატებს აუცილებლად
ხვიჩა
ძლივს ვნახე რაღაც ნიშნები თანამედროვე ფეხბურტის გილოცავთგამარჯვებულებს არ ასამართლებენ
რათქმაუნდა შევა აბა რაა
კანკავა არის გუნდის ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი. კვარაცხელიას მე ვატსკვლავური ვერაფერი შევატყვე. აქ იმდენი იწერებოდა, მესიზე მაგარი მეგონა
კანკავა არის მართლა სასწაული, 34 წლის არის და ოდნავაც არ ეტყობა რომ საფეხბურთო ასაკშია, ქართველებში იშვიათია ასეთი ფიზიკური მომზადება.
ფიზიკური მომზადება და მოძრაობა უდავოდ სხვებზე მეტი აქვს, მაგრამ დანარჩენი ბევრად მოიკოჭლებს. მაგრამ ნაკრებში საჭიროა ჯერ ჯერჯერობით
დდდ
რას ნიშნავდა კვარაცხელიას თამაში მარჯვენა ფლანგზე? სხვა არავინ გვყავს ესეიგი მანდ? ოკ
ელხა მაინტერესებს რას ნიშნავდა ჯიღაურის ძირითად შემადგენლობაში თამაში.
ასევე მაინტერესებს რატომ არ ათამაშა დავიტაშვილი, რომელიც კარგ ფორმაშია
ისე ქეცბაიას რო ქონდა ამხანაგურებით 11 მატჩიანი წაუგებელი,საშინელ ავტობუსა ფეხბურთით ტვინი წაიღეთ ზოგიერთებმა და ეხლა ვაისი არის არაკვალიფიკაციური ცუდი ტრენერი????))))))))))
ვაისისგან განსხვავებით მიჭირს პოზიტივის დანახვა, კარგი მხოლოდ შედეგია, ისიც ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო...მართალია კაჭარავამ გაიტანა და ვულოცავ, მაგრამ ნაკრების ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ , ჩაკვეტაძე შორსაა ფორმიდან,ვიცით რა მისი შესაძლებლობები -იმედი დიდია. ჩემთვის გასაგებია სოლომონი რატომაც ამოვარდა ლოკომოტივიდან, როტორის თამაშებშიც ეტყობა -შორსაა ფორმიდან, კვარაცხელია კრეატიულია მაგრამ მ.ქ.კოეფიციენტი აქვს დაბალი. დარტყმა საერთოდ არ უვარგა.რუბინშიც ჩანს ეს ნაკლი, 5 ქულიდან 1-ს ?! გაზვიადებულ 2 ზე მეტს ვერ დაუწერ. სამუშაო ბევრი აქვს. სხვების იმედი მართალი გითხრათ არც მაქვს. ესაა კონტიგენტი და...-ეგაა, მაინტერესებს დავითაშვილი ნაკრებში . ბიჭები ბევრ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ( ..ნეტა რისი/ვისი ბრალია!? ) და ეს ესტონეთის ნაკრებთან, ჯერ რა იყო და იმაზე დაბალ დონეზეა, ამდენ სივრცეებში უკეთ მართებდათ მოქმედება, კი, გასაგებია, რეალობა სხვაა ,ახალი შეკრებილია ნაკრებიც... მაგრამ ...ასეთი თამაშით მაკედონია/კოსოვოსთან მოგების შანსი არ გვექნება...იმედია ამოიქოქებიან.3 დღეში, 8- ში გამოჩნდება ვაისის კვალიფიკაციის დონეც