ფეხბურთი

22:39 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა ისლანდიას მოგება გამოგლიჯა

უეფას ერთა А ლიგის მე-2 ჯგუფის პირველ მატჩში, ინგლისის ნაკრები რეიკიავიკს ესტუმრა და ისლანდიელებთან მძიმე თამაში გადაიტანა. გუნდებმა შეხვედრა 10-10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს.

70-ე წუთზე ინგლისელთა მცველმა, კაილ უოკერმა უხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა. 89-ზე თანაფარდობა აღდგა. მსაჯმა მასპინძელი სვერირ ინგასონი გააძევა. ერთ წუთში კი სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. რაჰიმ სტერლინგმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

სამ წუთში უკვე სტუმართა კარში დაინიშნა პენალტი, მაგრამ ბირკირ ბიარნასონმა ვერ გაიტანა.

საბოლოოდ, 1:0 ინგლისელთა სასარგებლოდ.

0.114877