ფეხბურთი

17:19 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ჩრდ. მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 2020 წლის ერთა ლიგის С დივიზიონის ჯგუფური ეტაპის საწყის მატჩისთვის, სომხეთთან და საქართველოსთან სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სერია A-ს, ლა ლიგის, პრემიერლიგის რამდენიმე წარმომადგენელია.

„სომხეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის ის ფეხბურთელები გამოვიძახე, რომელთაც წინა მატჩებშიც ვეყრდნობოდი. ამ ფეხბურთელებმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მესამე ადგილი დაიკავეს, ერთა ლიგის წინა გათამაშების ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და ველოდებით, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვოპოვებთ. ვიმედოვნებ, რომ ამ ფეხბურთელებით დადებითი შედეგები გაგრძელდება. ტრავმის გამო ტიჰომირ კოსტადინოვი ვერ დაგვეხმარება, რომ ფეჰრამ ჰასანი კორონავირუსის შეზღდვების გამო ფინეთში ჩარჩა“, - თქვა ანგელოვსკიმ შემადგენლობის დასახელებისას.

ჩრდილოეთ მაკედონია 31 აგვისტოს სკოპიეში შეიკრიბება, 5 სექტემბერს, სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 8 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. იგორ ანგელოვსკიმ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა.

მეკარეები: სტოლე დიმიტროვსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დეიან ილიევი (არსენალი, ინგლისი), დამიანი შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი)

მცველები: ვისარ მუსლიუ (მოლ ფეჰერვარი, უნგრეთი), ეგზონ ბეიტულაი (შკენდია), კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი), სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა, ალბანეთი)

ნახევარმცველები: ენეს ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), არიან ადემი (დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (მოლ ფეჰერვარი, უნგრეთი), სტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ეზჯან ალიოვსკი (ლიდსი, ინგლისი), ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), დანიელ ავრამოვსკი (კაისერისფორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ილია ნესტოროვსკი ( უდინეზე, იტალია), ალექსანდრ ტრაიოკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), კრსტე ველკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი, საფრანგეთი)

ცნობისთვის, თუ ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოც (ბელარუსთან) გაიმარჯვებს და ჩრდილოეთ მაკედონიაც (კოსოვოსთან), მაშინ მათ ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კიდევ ერთხელ თბილისში მოუწევთ დაპირისპირება.

0.112661