საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.
27 კაციან განაცხადში 2 დებიუტანტია: - „დინამო“ თბილისი ნახევარმცველი გიორგი კუცია და „საბურთალოს“ მცველი ნიკა მალი.
ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს „სან ხოსეს“ ქართველი ლეგიონერები - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დააკლდებიან, მიზეზი კი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. თუმცა, სასიამოვნოა ისიც, რომ კლუბთან შეთანხმებით ორივე ფეხბურთელი „ჯვაროსნებს“ ყველაზე პრინციპულ მატჩში დაეხმარებიან. რომელსაც ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე, ბელარუსის ნაკრების წინააღდეგ ჩაატარებენ.
შეგახსენებთ ერთა ლიგის მეორე გათამაშება 3 სექტემბერს იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.
31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრა კი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, 8 სექტემბერს 20:00 საათზე შედგება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:
როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).
უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.