ფეხბურთი

15:57 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურში

ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ჩვენებური გამოცემა Championat-მა გამოარჩია, რომლისთვისაც ყოველი ტურის მერე სიმბოლურ გუნდს ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი გაზაევი აკომპლექტებს.

მან კვარაცხელია ბოლო ტურიდან იმის მიუხედავად გამოარჩია, რომ ჩვენებურს გოლი და საგოლე პასი არ მიუთვლია, თუმც ძალიან აქტიური იყო „უფასთან“ (3:0) დაპირისპირებაში.

„კვარაცხელიას „უფასთან“ მატჩში შედეგიანი მოქმედებები არ გაუკეთებია, მაგრამ ძალიან კარგი იყო. მუდმივად ახერხებდა მეტოქის დაცვის გარღვევას და „უფასთან“ კართან არაერთი მწვავე სიტუაცია შექმნა“, - ასე დაახასიათა ხვიჩას ბოლო თამაში გაზაევმა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში 5 თამაში ჩაატარა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

0.119012