მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა სკაუტმა ვიქტორ ტიშჩენკომ სოლომონ კვირკველიას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართველი საქართველოს ნაკრების თამაშზე მოეწონა და თქვა, რომ მაშინ კვირკველიამ გარეთ ბეილი შეჭამა.
„2016 წელს საიმედო მცველი არ გვყავდა. საქართველოს ნაკრების მატჩის სანახავად გავფრინდი, რომ სოლომონ კვირკველიას თამაში მენახა. მას მანამდეც გვთავაზობდნენ, მაგრამ გამოცდილი არ იყო და თანაც უცხოელი. მისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა სურდათ, თუმცა არ გამოვდია. სოლომონი „რუბინში“ აღმოჩნდა და ზოგჯერ მომწონდა, ზოგჯერ - არა. 2016 წლის ნოემბერში მისი თამაში მოლდოვასთან ვნახე და გამაკვირვა. სწრაფი იყო, წონაც დაკლებული ჰქონდა, მებრძოლი მცველი იყო. მანამდე, უელსთან თამაშში გარეთ ბეილი შეჭამა.
როდესაც ჩორლუკამ მძიმე ტრავმა მიიღო, კვირკველიამ პეიჩინოვიჩთან საუკეთესო დაცვის წყვილი შექმნა. 2017-2018 წლების სეზონში სოლომონმა დიდი წვლილი შეიტანა „ლოკომოტივის“ ჩემპიონობაში და მის გარეშე ჩემპიონები ნამდვილად ვერ გავხდებოდით.
ახლა კვირკველია არაა საუკეთესო მდგომარეობაში, ის ისეთი ადამიანია, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოტივაცია, რათა შეძლოს ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა. ამავდროულად, ხელმძღვანელობასთან მისი ურთიერთობა გაუარესდა, ხასიათი გაუფუჭდა და კუნთის პრობლემებიც დაემატა“, - თქვა ტიშჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვარში გადავიდა. 2017-2019 წლებში ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და პრაქტიკულად მატჩიც არ გამოუტოვებია, მაგრამ 2019 წლის ზაფხულიდან ძირითადში ადგილი დაკარგა. ცოტა ხნის წინ ჩვენებური „როტორში“ ერთი წლით გაანათხოვრეს.
კვირკველიამ მოსკოვური გუნდის მაისურით 109 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორ-ორჯერ რუსეთის თასი და სუპერთასი მოიგო.