ფეხბურთი

2:04 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დავიდ სილვა ესპანეთში დაბრუნდა

დავიდ სილვა ესპანეთში დაბრუნდა და კარიერას „სოსიედადში“ გააგრძელებს. ესპანური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ვეტერანმა ნახევარმცველმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სილვა სან სებასტიანში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, რადგან „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა. 34 წლის ფეხბურთელი იტალიურ „ლაციოსთან“ იყო ახლოს, მაგრამ გარიგება საბოლოოდ ჩაიშალა.

სილვამ „სიტიში“ 2010-2020 წლებში 436 თამაში ჩაატარა, 77 გოლი გაიტანა და 140 საგოლე პასი მიითვალა. ამასთან 14 ტიტული მოიგო და კლუბი მას ძეგლსაც დაუდგამს, რაც ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელი ბოლოს ლა ლიგაში „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა 2006-2010 წლებში, ხოლო მანამდე „ეიბარისა“ და ვიგოს „სელტას“ რიგებშიც ითამაშა.

0.117838