ფეხბურთი

21:40 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" დავიდ სილვას ძეგლით დააფასებს

„მანჩესტერ სიტი“ „ეტიჰად სთედიუმზე“ დავიდ სილვას ძეგლს დაუდგამს. ამის შესახებ ინგლისურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„დავიდი ქანდაკება იქნება იმ შესანიშნავი მოვლენების მუდმივი შეხსენება, რომელიც მან მოგვცა, არამხოლოდ როგორც ფეხბურთელმა, არამედ როგორც ინსპირაციულმა ელჩმა, რომელიც ამ საფეხბურთო კლუბს ყოველთვის დიდი ღირსებით წარმოადგენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტიში“ 10 წელი გაატარა, 14 ტიტული მოიგო, 436 მატჩში 77 გოლი გაიტანა და 140 საგოლე პასი შეასრულა.

ესპანელი შემტევი იტალიური მედიის ცნობით, ძალიან ახლოსაა რომის „ლაციოში“ ტრანსფერთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113259