ფეხბურთი

17:55 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო "როტორში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე „როტორის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

როგორც ცნობილი გახდა, ანანიძე თვეში 1.7 მილიონ რუბლს მიიღებს, რაც 19 ათას ევროს აჭარბებს. ამასთან, სეზონში გოლი+პასის სისტემით მინიმუმ 10 ქულას თუ დაგაროვებს, ბონუსსაც მიიღებს 1 მილიონი რუბლის ოდენობით.

„როტორის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია დამატებითი გადახდებიც, რაც ქართველის კონტრაქტშია მითითებული. ანანიძემ ცოტა ხნის წინ ვოლგოგრადელებთან 1-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

„როტორი“ რუსეთის პრემიერლიგას 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მის რიგებში ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც ირიცხებიან. ქართველების რიცხვი შესაძლოა ამ კლუბში გაიზარდოს, რადგან რუსული მედია აქტიურად წერს სოლომონ კვირკველიას „როტორში“ ტრანსფერზეც.

0.11468