ფეხბურთი

12:45 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა კვირკველიას მომავალი თითქმის გარკვეულია - ქართველი მცველი "ლოკომოტივს" დატოვებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია კარიერას სავარაუდოს რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ „როტორში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას sport24 ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 28 წლის ქართველს სხვა ვარიანტიც აქვს, კონკრეტულად კი მისი დამატება „ურალსაც“ სურს, თუმცა, დიდი ალბათობით კვირკველია ვოლგოგრადულ კლუბს შეუერთდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბას „ლოკომოტივში“ დარჩენა ეჭქვეშ მაშ შემდეგ დადგა, რაც მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გაანთავისუფლეს და კლუბს სათავეში სერბი სპეციალისტი მარკო ნიკოლიჩი ჩაუდგა.

ქართველმა ფეხბურთელმა 2019-2020 წლების სეზონში „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა. ბოლო დროს კი მის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი დაიწერა.

შეგახსენებთ, რომ "როტორი" პრემიერლიგაში აღზევდა. მის რიგებში კი ქართველთაგან: ჯანო ანანიძე ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე ირიცხებიან. ვოლგოგრადული კლუბი პირველ ტურში დღეს, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლებს.

0.133181