ფეხბურთი

23:57 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "როდესაც ბევრს თამაშობ, კარგ ფორმაშიც ხარ"

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ხვიჩას განცხადებით, ფეხბურთელი, როდესაც ბევრს თამაშობს, კარგ ფორმაში შედის.

„სპარტაკთან“ წავაგეთ და ეს ცუდია. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში გახლდათ. იყო მომენტები, რომელთა რეალიზებაც საჭიროა, ამიტომ მუშაობა და მომატება ჯერ კიდევ გვჭირდება. როდესაც ბევრს თამაშობ, ფორმაც კარგია. ამ ფორმამ მომცა საშუალება სეზონი კარგად დამესრულებინა“, - აღნიშნა ხვიჩამ Матч Премьер-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის 27 თამაშში გატანილი 3 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა. „რუბინს“ რაც შეეხება, ლეონიდ სლუცკის გუნდმა 35 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა.

0.126344