ფეხბურთი

23:35 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორე მატჩში - კვარაცხელია კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს

ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის XXX ტურში „სპარტაკთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ექსპერტების ვერსიით, ხვიჩა მინდორზე საუკეთესო გახლდათ იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი უქულოდ დარჩა (1:2). კვარაცხელიამ ყაზანელთა ერთადერთ გოლში მოპოვებული პენალტით ლომის წილი დაიდო და ამას გარდა, აქტიურობითაც გამოირჩა.

ნიშანდობლივია, რომ ჩვენებური უკვე ზედიზედ მეორე ტურია იგებს მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებულ ჯილდოს და წინა მატჩი „როსტოვთან“ გამოარჩიეს. ბოლო ექვს ტურში კი მეხუთედ!

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონი 3 გოლით და 4 საგოლე პასით (27 თამაში) დაასრულა.

0.10721