ფეხბურთი

13:49 | 21.07.2020 | ნანახია 939 - ჯერ

იოზილმა „ფენერბაჰჩეს“ უარი უთხრა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, უარი თქვა კარიერის თურქეთში გაგრძელებაზე.

გერმანული Bild-ის ცნობით, 31 წლის თურქული წარმოშობის გერმანელის გადაბირება სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ სურდა, წინადადებითაც მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. როგორც ჩანს, იოზილს „არსენალთან“ კონტრაქტის ჩამთავრება სურს, რომელსაც ყავლი 2021 წლის ზაფხულში გასდის.

იოზილი „მეთოფეებს“ 2013 წელს შეუერთდა, მამანდე ის „შალკეში,“ „ვერდერში“ და მადრიდის „რეალში“ თამაშობდა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068077
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
939